ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველი დღის რეფლექსიით.ერთხელ კიდევ გავიმეორეთ ის საკითხები რაც განვიხილეთ პირველ შეხვედრაზე.ამის შემდეგ თითოეულმა მონაწილემ დავასახელეთ და განვიხილეთ საპროექტო იდეები,რომელიც საშინაო დავალებად გვქონდა მოცემული.ტრენერმა გაგვაცნო ახალი დღის წესრიგი და შევუდექით მუშაობას.პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა.განვიხილეთ უკვე მზა შაბლონები.ეს შემდგომ დაგვეხმარა იმაში,რომ აგვერჩია ჩვენი სასურველი ფორმა და შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ბუკლეტი.ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში და გავიმეორეთ ყველა ის ბრძანება,რაც გვჭირდებოდა იმისათვის,რომ ბუკლეტისათვის მიგვეცა სრულყოფილი სახე.ამის შემდეგ შევქმენით ჩვენი საკუთარი სარეკლამო ბუკლეტი.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
No comments:
Post a Comment