Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

   ტრენინგი დაიწყო პროგრამის გაცნობით.ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი ქეთი ცერაძე,რომელმაც დასაწყისშივე გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი,ტრენინგის მიზნები და ის შედეგები რასაც უნდა მივაღწიოთ ტრენინგის გავლის შემდეგ.ამის შემდეგ შევედით ინტელის სასწავლო კურსის გვერძე და დაწვრილებით გავეცანით რას მოიცავს ინტელის სასწავლო კურსი.იგი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და განვიხილეთ პროგრამის 8 მოდულის შინაარსი.ამის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და შევინახეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია.ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის შევქმენით ახალი ბლოგი და გავაკეთეთ დღის რეფლექსია.ტრენინგის პირველმა დღემ გაამართლა ჩემი მოლოდინი. 

1 comment:

  1. ნინო, ყოჩაღ! ღმერთმა შენი პატარა გაგიზარდოს და წარმატებები არ მოგაკლოს!

    ReplyDelete