Saturday, December 21, 2013

  ინტელის სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის როგორც პრაქტიკულად,ასევე თეორიულად.ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს,რომლებიც ასე ზრუნავენ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის და ასევე უღრმეის მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს,რომელმაც ჩვეული ენერგიით,სასიამოვნოდ და საინტერესოდ მოიტანა ჩვენამდე ინფორმაცია.

Sunday, December 15, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე

  წინა მასალის გამეორების შემდეგ ჩვეულებისამებრ გავეცანით დღის წესრიგს.ერთ–ერთი მთავარი საკითხი რაც იყო გავეცანით ნიმუშებს და ამის საფუძველზე ჩვენი პროექტის სამუშაო გეგმაში შევქმენით დავალებები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.ამის შემდეგ პროექტის გეგმაში ნაბიჯ–ნაბიჯ ავღწერეთ თითოეული აქტივობა,რაც დაგეგმილი გვაქვს პროექტის ფარგლებში.
    შეხვედრის ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგის ინსტრუმენტებზე.გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

  ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიითამის შემდეგ გავეცანით დღის წესრიგს.ინტელის სასწავლო კურსის თეორიულ მასალაში გავეცანით სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკების ნიმუშებს.ამის მიხედვით დავამზადეთ ჩვენი პროექტის შეფასების,თვითშეფასების,თანამშრომლობის,პრეზენტაციის,საინფორმაციო ბუკლეტის შეფასების რუბრიკები და მოვათავსეთ ჩვენი მთავარი საქაღალდის ერთ-ერთ ქვესაქაღალდეში-შეფასებები.ამის შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგის ინსტრუმენტებზე.გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგის მეხუთთე დღეს წინა მასალის გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ თითოეულმა ჩვენი საგნის სტანდარტზე და ჩავსვით ჩვენს გეგმაში.ამის შემდეგ გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს,გადმოვწერეთ და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის საავტორო უპლებებში.ტექნიკურად გავაკეთეთ თუ როგორ უნდა ჩავსვათ ლინკი საავტორო უფლებებში.შემდეგ ვიმუშავეთ უშუალოდ ბლოგზე– კომენტარების დადება ბლოგზე.გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს–შექმნა,ინსტრუმენტები,დიზაინი,წაშლა–აღდგენა.ამ ინსტურმენტების დეტლურად განხილვის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის როლში,ანუ შევქმენით მოსწავლის ბლოგი,დავარქვით სათაური,გავაკეთეთ მისამართი და ამავე ბლოგზე გავაკეთეთ პირველი პოსტი.
     დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.დაწვრილებით განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები.ეს დამეხმარება შემდეგში ჩემს პორტფოლიოს მივცე ეფექტური და ჩემთვის სასურველი სახე.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს ინფორმაციის სრულყოფილად და სასიამოვნოდ მოწოდებისათვის!

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე.

  ისევე როგორც ტრენინგის ყოველი დღე,მეოთხე დღეც დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.ჩვენს მიერ დამზადებულ ბუკლეტებს მივეცით სრულყოფილი ფორმა და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში.ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმის დახვეწაზე.ამის შემდეგ გავიხსენეთ Power point-ის ძირითადი ბრძანებები და აქვე გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს და ჩვენი პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე

  ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ისევ ნასწავლი მასალის გამეორებით,გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია.ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო იმ საკითხების ჩამონათვალი რაც უნდა გაგვევლო ამ დღით.პირველი საკითხი იყო პროექტის მიზნების დასახვა.გავეცანით თეორიულ მასალას,მოვინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები.ტრენერმა ხაზი გაუსვა იმას,რომ პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს,რომ პროექტის გეგმა აუცილებლად უნდა გადიოდეს სტანდარტზე და 21–ე საუკუნის უნარებზე.შემდეგ გავეცანით მასალას თუ როგორ უნდა დავწეროთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.დავწერეთ ჩვენი პროექტის კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დავწერეთ დღის რეფლექსია და დავეშვიდობეთ ერთმანეთს.

Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

      ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველი დღის რეფლექსიით.ერთხელ კიდევ გავიმეორეთ ის საკითხები რაც განვიხილეთ პირველ შეხვედრაზე.ამის შემდეგ თითოეულმა მონაწილემ დავასახელეთ და განვიხილეთ საპროექტო იდეები,რომელიც საშინაო დავალებად გვქონდა მოცემული.ტრენერმა გაგვაცნო ახალი დღის წესრიგი და შევუდექით მუშაობას.პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა.განვიხილეთ უკვე მზა შაბლონები.ეს შემდგომ დაგვეხმარა იმაში,რომ აგვერჩია ჩვენი სასურველი ფორმა და შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ბუკლეტი.ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში და გავიმეორეთ ყველა ის ბრძანება,რაც გვჭირდებოდა იმისათვის,რომ  ბუკლეტისათვის მიგვეცა სრულყოფილი სახე.ამის შემდეგ შევქმენით ჩვენი საკუთარი სარეკლამო ბუკლეტი.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.