ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ისევ ნასწავლი მასალის გამეორებით,გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია.ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო იმ საკითხების ჩამონათვალი რაც უნდა გაგვევლო ამ დღით.პირველი საკითხი იყო პროექტის მიზნების დასახვა.გავეცანით თეორიულ მასალას,მოვინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები.ტრენერმა ხაზი გაუსვა იმას,რომ პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს,რომ პროექტის გეგმა აუცილებლად უნდა გადიოდეს სტანდარტზე და 21–ე საუკუნის უნარებზე.შემდეგ გავეცანით მასალას თუ როგორ უნდა დავწეროთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.დავწერეთ ჩვენი პროექტის კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დავწერეთ დღის რეფლექსია და დავეშვიდობეთ ერთმანეთს.
No comments:
Post a Comment