Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

      ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველი დღის რეფლექსიით.ერთხელ კიდევ გავიმეორეთ ის საკითხები რაც განვიხილეთ პირველ შეხვედრაზე.ამის შემდეგ თითოეულმა მონაწილემ დავასახელეთ და განვიხილეთ საპროექტო იდეები,რომელიც საშინაო დავალებად გვქონდა მოცემული.ტრენერმა გაგვაცნო ახალი დღის წესრიგი და შევუდექით მუშაობას.პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა.განვიხილეთ უკვე მზა შაბლონები.ეს შემდგომ დაგვეხმარა იმაში,რომ აგვერჩია ჩვენი სასურველი ფორმა და შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ბუკლეტი.ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში და გავიმეორეთ ყველა ის ბრძანება,რაც გვჭირდებოდა იმისათვის,რომ  ბუკლეტისათვის მიგვეცა სრულყოფილი სახე.ამის შემდეგ შევქმენით ჩვენი საკუთარი სარეკლამო ბუკლეტი.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.



Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

   ტრენინგი დაიწყო პროგრამის გაცნობით.ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი ქეთი ცერაძე,რომელმაც დასაწყისშივე გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი,ტრენინგის მიზნები და ის შედეგები რასაც უნდა მივაღწიოთ ტრენინგის გავლის შემდეგ.ამის შემდეგ შევედით ინტელის სასწავლო კურსის გვერძე და დაწვრილებით გავეცანით რას მოიცავს ინტელის სასწავლო კურსი.იგი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და განვიხილეთ პროგრამის 8 მოდულის შინაარსი.ამის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და შევინახეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია.ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის შევქმენით ახალი ბლოგი და გავაკეთეთ დღის რეფლექსია.ტრენინგის პირველმა დღემ გაამართლა ჩემი მოლოდინი.